Saturday, December 15, 2018

დღე მეცხრე "რეფლექსია"

    მეცხრე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის სასწავლო გეგმების განხილვით. განვიხილეთ გეგმაში შეტანილი დიფერენცირებული სწავლების შესახებ ინფორმაცია. მივიღეთ შენიშვნები და ჩავასწორეთ ხარვეზები გეგმაში.
   შემდეგ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაზიარეთ ბლოგზე, ამისათვის გავხსენით ჩვენი პრეზენტაცია File - Publish to the Web - Embed აქ დავაკოპირეთ ლინკი და ჩავსვით ბლოგზე  HTML ველში, მივუთითეთ სიმაღლე და სიგანე ვიდეოს და გამოვაქვეყნეთ. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა როგორ ჩავსვათ ჰიპერბმული ვორდის დოკუმენტში, რომლის საშუალებითაც დოკუმენტი უკავშირდება მითითებულ საიტს.
     ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,ნაყოფიერი, ინფორმაციული. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მომავალში, მიღებული ცოდნა გამომადგება პროექტის შექმნაში.
     დიდი მადლობა ტრენერს მრავლისმომცემი და საინტერესო ტრენინგისათვის.

No comments:

Post a Comment