Saturday, December 15, 2018

დღე მეცხრე "რეფლექსია"

    მეცხრე დღე დავიწყეთ სასწავლო პროექტის სასწავლო გეგმების განხილვით. განვიხილეთ გეგმაში შეტანილი დიფერენცირებული სწავლების შესახებ ინფორმაცია. მივიღეთ შენიშვნები და ჩავასწორეთ ხარვეზები გეგმაში.
   შემდეგ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაზიარეთ ბლოგზე, ამისათვის გავხსენით ჩვენი პრეზენტაცია File - Publish to the Web - Embed აქ დავაკოპირეთ ლინკი და ჩავსვით ბლოგზე  HTML ველში, მივუთითეთ სიმაღლე და სიგანე ვიდეოს და გამოვაქვეყნეთ. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა როგორ ჩავსვათ ჰიპერბმული ვორდის დოკუმენტში, რომლის საშუალებითაც დოკუმენტი უკავშირდება მითითებულ საიტს.
     ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,ნაყოფიერი, ინფორმაციული. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მომავალში, მიღებული ცოდნა გამომადგება პროექტის შექმნაში.
     დიდი მადლობა ტრენერს მრავლისმომცემი და საინტერესო ტრენინგისათვის.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, December 14, 2018

დღე მერვე "რეფლექსია"

მერვე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- პრეზენტაცია და პრეზენტაციის რუბრიკა, რუბრიკაში შევიტანეთ მახასითებლები რომლითაც მოწმდება მოსწავლის ნამუშევრები. პროექტში გამოყენებული მაქვს აქტივობა რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. მოსწავლეების ჯგუფებად გაყოფისთვის ვიყენებ ერთ მეთოდს. ვიყენებ კოლაბორაციულ რუბრიკას სადაც თითოეული ჯგუფის წევრისთვის შესასრულებელი აქტივობებია ჩამოწერილი.
განვიხილეთ კონელის კითხვარი რომლ;ითაც ფასდება ინტელექტუალური მონაცემები, მისი გამოყენება შეგვიძლია მოსწავლეთა ჯგუფების შექმნისას.
შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ, რათა მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლეელებადჩამოყელიბდნენ. გავიგე რომ შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაო და მომავალი პროექტების განხორციელებისას ამ ინსტრუმენტებს შევქმნი ჩემს მოსწავლეებთან ერთად , რომელიც მეც და მოსწავლეებსაც დაგვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში. იმისათვის, რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყოს, საჭიროა მოვახდინო ფასილიტირება და დიფერენცირება კლასის, ამ მიზნით შევიმუშავებ თითოეული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელ საჭიროებასაც დავადგენ ვმვ სქემის საშუალებით განვსაზღვრავ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს პროექტის ფარგლებში.
ჩვენს პორტფოლიოში საქაღალდეში კურსის რესურსები ავტვირთეთ მასალა რომლის გამოყენებაც შეგვეძლება მომავალში სასწავლო პროცესში.
მომდევნო ლექციისათვის უნდა დავასრულოთ გეგმა სახელმძღვანელოს  მე-6 და მე-7 მოდულის დახმარებით  http://tpdc.ge/essentials/.

Monday, December 10, 2018

დღე მეშვიდე "რეფლექსია"

მეშვიდე დღე დაიწყო სასწავლო პროცედურების განხილვით. შემდეგ შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის ჩექლისტი, რისი დახმარებითაც დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაციის შექმნა.
ამის შემდეგ ვისწავლეთ და შევქმენით კითხვარის ფორმები google დრაივში, რისი საშუალებითაც უნდა შევქმნათ მოსწავლის წინარე ცოდნის შესაფასებელი ფორმა.
ამის შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება.

Sunday, December 9, 2018

დღე მეექვსე "რეფლექსია"

დღე დავიწყეთ ერთ-ერთი მონაწილის პრეზენტაციის ნახვით და განხილვით. დრაივიდან გავაზიარეთ ჩვენი პორტფოლიო, რომ  გახდეს ხილული ყველასთვის.
 ვისწავლეთ სხვა მონაწილეების ბლოგზე დამატება საიდანაც შეგვიძლია მათი პორტფოლიოს ნახვა, ასევე ბლოგზე დავამატეთ გვერდები " ჩემ შესახებ", "პორტფოლიო" და "ფოტო ვიდეო". ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ სანდო ინფორმაცია, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ვნახეთ როგორ ხდება Google-ში ვიდეოს, სურათის,პრეზენტაციის, დოკუმენტის და სასურველი ინფორმაციის სწრაფი მოძიება.
ვისწავლეთ  youtube-დან ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და მისტვის სასურველი ზომების მინიჭება.
დღე იყო ძალიან ნაყოფიერი დიდი მადლობა ტრენერს გიორგი არავიაშვილს.

Saturday, December 8, 2018

დღე მეხუთე "რეფლექსია"

მეხუთე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შეფასებების და შეფასების ინსტრუმენტების განხილვით. შევქმენით პრეზენტაციის ჩექლისტი და ვისწავლეთ დრაივში პრეზენტაციის შექმნა, სლაიდების ფონად სურათების დაყენება. პრეზენტაციაში სლაიდებს დავარქვიით სათაურები ჩექლისტის დახმარებით. საშინაო დავალებად მივიღეთ პრეზენტაციის დასრულება.

Friday, December 7, 2018

დღე მეოთხე "რეფლექსია"

მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. განვიხილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ბუკლეტში ჩავსვით სურათები. გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
მივიღეთ საშინაო დავალება, სადაც შეფასების სტრატეგიებია განხილული.